2023 წლის 11 აპრილს, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თსუ პირველი კორპუსის 202-ე აუდიტორიაში ჩატარდება ემერიტუს-პროფესორის, დამანა მელიქიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული მრავალპლანიანი (სამპირიანი) ზმნის სტრუქტურების ლოგიკურ-კოგნიტური და ფსიქოლოგიური საფუძვლები".
დასაწყისი - 11 საათზე.